18 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
"თიბისი ბანკის" საქმე - ხაზარაძე და ჯაფარიძე მზად არიან, დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ხაზარაძე და ჯაფარიძე მზაობას გამოთქვამენ, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების შესახებ კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიაწოდონ. 

"მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში," - აღნიშნულია განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლა და „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობის წინადადებით საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა.  

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები