19 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
საპენსიო რეფორმის შეჩერება - ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს მიმართა  

საპარლამენტო უმცირესობა საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს. ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს უკვე მიმართა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმა ხარვეზიანია და მის შეჩერებას ითხოვენ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ თავად საპენსიო სააგენტო არ არის დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებული. 

„დაგროვებითი პენსიის სქემა, რომელიც "ოცნებამ" შემოიღო, თავისთავად, ხარვეზიანია და ყველამ დაინახა, რომ ის არ იძლევა არც ღირსეულ სიბერეს და დღეს ქმნის უამრავ პრობლემას. მაგრამ ჩვენ ახლა შეჩერებას ვითხოვოთ იმიტომაც, რომ თვითონ საპენსიო სააგენტო აღმოჩნდა, რომ დაუკომპლექტებელია. საინვესტიციო სააგენტო, რომელმაც ფული უნდა განათავსოს და ფულს ფული უნდა მოაგებინოს, დაუკომპლექტებელია. სად უნდა განათავსონ ეს ფული, თვითონვე არ იციან და განსაზღვრული არ აქვთ. ანუ, იმდენად მოუმზადებელი რეფორმა იყო, რომ, თუნდაც, ეს ხარვეზიანი სქემა ხომ მაინც უნდა მომზადებული ყოფილიყო, რომ ჩამოყალიბებულიყო სტრუქტურები და ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ხალხს ნუ აცლიან ამ ფულს დღეს ჯიბიდან, როცა არ იციან ფული სად დააბანდონ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები