20 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
"პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ამ ფულის დაბინავების თუ შენახვის საკითხი“ - გოცირიძე საპენსიო რეფორმაზე

პრობლემა არის იმაში, როდესაც ეს ფონდი ძალიან გაიზრდება, ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა მისი გონივრულად განთავსების შესაძლებლობა საქართველოში - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას გააკეთა.

რომან გოცირიძე საპენსიო რეფორმაში ხარვეზებს ხედავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, არის თუ არა ის არეალი საქართველოში, სადაც თანხების დაცვა მოხდება. 

„პრობლემა არის იმაში, როდესაც ეს ფონდი ძალიან გაიზრდება, ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა მისი გონივრულად განთავსების შესაძლებლობა საქართველოში. რა არის ის არეალი, სადაც ეს თანხები ურისკოდ იქნება შენახული და გაზრდილი და ზოგადად, პერსპექტივაში მრავალი წლის შემდეგ აქვს თუ არა ამ რესურსებს შენახვისა და ზრდის შესაძლებლობა. ამიტომ, პრობლემა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ამ წუთას ფულის სადღაც დაბინავების თუ შენახვის საკითხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები