19 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი ათას 1 200 ლარით დაჯარიმდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი ათას 1 200 ლარით დაჯარიმდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ახმეტის მეოთხე, ხორხელის, დუმასტურისა და ყვარელწყალის ბაღების სამზარეულოებში შეუსაბამობები გამოავლინა. შენიშვნა განმეორებით მიიღო ხორხელის სააღმზრდელო დაწესებულებამ, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა. ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაწესებულებას ვადა მაისამდე მიეცა. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, კახეთში 20-მდე მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა.

დღის ამბები