25 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
"ამ კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული ადამიანის მნიშვნელობა“ - იურისტები სერგო მეთოფიშვილის განცხადებებზე რეაგირებას ითხოვენ

იურისტები მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

ისინი არაეთიკურსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მეთოფიშვილი სალანძღავ კონტექსტში იყენებს ტერმინებს „ფსიქიკური დარღვევები“ და „გონებრივი პათოლოგიები.“

სერგო მეთოფიშვილმა სასამართლო სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით 18 თებერვალს, ფეისბუკზე დაწერა:

“კვლევა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ… აღნიშნულ ფაქტორს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათოლოგიებით,”- წერს მოსამართლე მეთოფიშვილი.

სამოქალაქო სექტორი, ამ განცხადებებზე რეაგირებას იუსტიციის საბჭოსგან ითხოვს.

„შეურაცხმყოფელი სიტყვების გვერდით ის მოიხსენიებს ადამიანებს,რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ადამიანებს, კლანის წევრებს, მათ უმრავლესობას არ აქვთ გაცნობიერებული ადამიანის მნიშვნელობა,“-ამბობს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

იურისტები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეთოფიშვილი და მისი „კლანი“ არღვევს ეთიკურ ნორმებს და დისციპლინურ წესს.

დღის ამბები