18 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
მსჯავრდებული დეკანოზის საქმე - თორნიკე მამალაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის ძმას შეიწყალებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულ სასულიერო პირს.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვლს მეუფე დიმიტრიმაც მიმართოს დეკანოზის შეწყალების თხოვნით. მამალაძე არ გამორიცხავს, რომ მას სხვა სასულიერო პირებმაც დაუჭირონ მხარი.

იმსჯელეს თუ არა დეკანოზის შეწყალებაზე, გუშინ ეპისკოპოსების დახურულ შეხვედრაზე, მისთვის ეს არ არის ცნობილი, თუმცა ასევე იმედოვნებს, რომ მათაც განიხილეს ეს საკითხი.

"იმედი მაქვს ამ, შეხვედრაზე ჩემი დაუძლურებული ძმის საკითხზეც იმსჯელეს. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდნეტი ამ ნაბიჯს გადადგამს და სეიწყალებს ჩემს ძმას,"-ამბობს თორნიკე მამალაძე.  

დღის ამბები