25 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
შეტევა თავისუფალ მედიაზე და კერძო ბანკზე ძირს უთხრის მთლიანად საქართველოს მიმართ ნდობას - ევროპარლამენტარები TBC ბანკის საქმეს ეხმაურებიან

შეტევა თავისუფალ მედიაზე და კერძო ბანკზე ძირს უთხრის არამხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ნდობას - TBC ბანკის სკანდალს პროტესტი ბრიუსელშიც მოჰყვა. ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოში მიმდინარე პროცესებს დეტალურად აკვირდება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ადექვატური რეაგირება ექნება.

„შეშფოთებული ვარ ბანკებთან დაკავშირებული ვითარების გამო. მე ძალიან ვურჩევ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს იმ ბანკის მართვაში, რომელიც ევროპულ ბაზარზე მუშაობს და აქვს ურთიერთობები ევროპაში. რადგან თუკი საქართველოს მთავრობა ემუქრება ამ ბანკის სტაბილურობას, ის ამავდროულად ემუქრება სხვა საბანკო ურთიერთობების სტაბილურობასაც. როდესაც საქართველოში ერევიან დამოუკიდებელი მედიისა საქმიანობაში, ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ ბანკზე, ან იყენებენ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, ევროპის აზრით ეს ძირს უთხრის ნდობას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ზოგადად საქართველოს მიმართ. მე ვერ ვხვდები, რატომ იმეორებს რეგულარულად საქართველოს მთავრობა მსგავს ქმედებებს,“-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი გიუნერ ჰოკმარკი.

ბრიუსელში ევროკომისიასა და ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვებში ქართული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორების საკითხით დაინტერესება. გიორგი კანდელაკის განცხადებით კი, "ბევრი ახსნა არ უნდა იმას, რომ ანაკლიის პორტის არაშენებით, რუსეთის ფედერაცია იხეირებს."

დღის ამბები