19 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების შექმნის ბრძანებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა  შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი. თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსმოსური ძალების შექმნა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად იქცა.

ახალი სამხედრო ძალების მთავარი ამოცანა, კოსმოსში არსებულ საფრთხეებთან გამკლავება იქნება, მომავალში კი ის დამოუკიდებელ ფორმირებად ჩამოყალიბდება.

პენტაგიონში განაცხადეს, რომ შესაბამის კანონპროექტს უახლოეს მომავალში წარადგენენ.

დღის ამბები