19 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
მერის გარეშე დარჩენილი ხუთი მუნიციპალიტეტი - შუალედური არჩევნები სავარაუდოდ, მაისში ჩატარდება

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი მერების არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში ჩატარდება.

ეს ის მუნიციპალიტეტებია, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებიდან წელიწადნახევარში მერების გარეშე დარჩა. ესენია ზუგდიდი, მარნეული, ჭიათურა, ხულო და ზესტაფონი.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. მარნეულის მერს თემურ აბაზოვს მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება გამოძიება. ჭიათურის მერის გადადგომას წინ უძღოდა მერიის, საკრებულოსა და პოლიციის წარმომადგენლების დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში, რის საფუძველზეც გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის გადადგომიდან მალევე დატოვა. ამ დრომდე გაურკვეველია ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მიზეზი, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით მოქალაქეები აქციებს პერიოდულად მართავდნენ.

დღის ამბები