23 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
"გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან?!" - გოგიჩაიშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

მმართველ გუნდთან დაპირისპირებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ.

ეკა ბესელიას თანაგუნდელი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ეს მათ მიერ არის ინიცირებული.

„გავაგრძელებთ მუშაობას იცით რას ჰგავს?-ბიზინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციაზე და სპორტულ მოედნებზე თბილისის მერის დავალებით და მერე კუჭავას ხელით ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით ასეთი ვარიანტია.

"რას ნიშნავს, ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია - გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან?!-კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით,“-ამბობს გოგიჩაიშვილი.

უკვე ცნობილია, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

კობახიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ შეაჩერა მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიამ არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას მიერ არაკოსტიტუციური კანონპროექტი მომზადდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები