20 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
„ირაკლი ზაქარეიშვილი არ მიცემია" - ზვიად კუპრავა გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ელოდებიან. ზვიად კუპრავა უწყებაში ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. უფლებადამცველი მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ზვიად კუპრავა და ამბობს, რომ ზაქარეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მის დავალებებს ასრულებს.

კუპრავა არ აპირებს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

„ირაკლი ზაქარეიშვილი მე არ მიცემია. ამის არანაირი მტკიცებულება საქმეში არ იარსებებს ბუნებაში. შესაბამისად, საქმე არის შეთითხნილი, შეთითხნილი იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩემი, როგორც აქტიური პირის განეიტრალება და მოხდეს ჩემი იზოლირება საზოგადოებიდან. ჩემი მხრივ მე ვარ აქ, ჩემს სამუშაო რეჟიმში. ვაგრძელებ მუშაობას. ეს ბრალი არ არის კავშირში სამართლებრივ ჭრილთან და სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება. ეს ბრალი არის პირდაპირ პოლიტიკური ჭრილი,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

დღის ამბები