25 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ივანიშვილი საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებს სამართალდამცველ ორგანოებს და ახლა უკვე ეროვნულ ბანკსაც - აბესაძე TBC ბანკზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, შემაშფოთებელია პოლიტიკური პროცესი, რომელიც TBC ბანკის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

აბესაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილი საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებს სამართალდამცველ ორგანოებს და ახლა უკვე ეროვნულ ბანკსაც.

„რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტმაც უნდა შეასრულოს საკუთარი როლი ქვეყნის სტაბილური იმიჯის დაცვის საჩვენებლად.

„ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მზად ვართ დავაორგანიზოთ საკომიტეტო მოსმენა, სადაც ბატონ ხაზარაძეს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება გააკეთონ მოხსენება TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“-ამბობს აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები