თეა წულუკიანის შეფასებით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომელმაც უმრავლესობაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, გამჭვირვალედ უნდა გაგრძელდეს.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერევა და მთავარი მისთვის სასამართლო სისტემის გამართული მუშაობაა.
„ეს უკვე არ არის ახალი, უმრავლესობას შორის გაჩნდა სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობები, ამასობაში მოსამართლეთა კორპუსი ჩივის, რომ საქმეებს ვეღარ იხილავენ თუკი მათ მოსამართლეებს არ დაუნიშნავენ, ასევე მხარეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მართლმსაჯულება გახდა ნელი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი და არის ბევრი საქმე და ა.შ.
"სურათი არის კომპლექსური, შესაბამისად მე არ ავირჩევდი პოზიციას, ვარკვიო ვინ სიმართლე თქვა, ვინ უფრო კარგად თქვა ვინ ნაკლებად თქვა. მნიშვნელოვანია რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ისინი შეირჩევიან, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის შედეგად შემუშავებული, ყველასათვის გასაგები და კომპრომისების შედეგად გაზიარებული,“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი.