20 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
"ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ, ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია"-გედევან ფოფხაძე თანაპარტიელებს პასუხობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ეხმაურება. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან ასევე უპასუხა თანაპარტიელების იმ ნაწილს, რომლებმაც ამბოხებულ დეპუტატებს პარტიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღება ურჩიეს.

გედევან ფოფხაძე  აცხადებს, რომ მას და მის თანამოაზრეებს ადგილები პარტიაში პროტექციით არ მიუღიათ და გადაწყვეტილებასაც საკუთარი სურვილით მიიღებენ და არა ვინმეს მითითებით.  

„შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ და არასწორ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტსაბჭოს  გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები არ ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია ასე, რომ რა გადაწყ6ვეტლებებიც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახები  იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები