25 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
"შუბლი რომ მლეწა, ცხვირი მთლიანად წამომივიდა, ფერი დამეკარგა," - ქინძმარაულის ქუჩაზე ნაცემი პირი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება ქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე. ნაცემია ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ვალერი ჩიტაია ყვება, მას ფიზიკურად თანამშრომლის მეუღლე გაუსწორდა. ვალერი ჩიტაიას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტის შემდეგ, დაზარალებული ჯერ ტაქსით ახლოს მდებარე პოლიციასთან მივიდა, ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. კლინიკიდან მამაკაცი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.

"დილიდან დამირეკა უცხო ნომერმა დათო მქვიაო, ხომ არ გამოხვალო და მე ვუთხარი ვინ ხარ, არ გიცნობ და როგორ გამოვიდემეთქი. მანქანაში რომ ჩავჯექით ვილაპარაკეთ, მადლობა მითხრა რომ ჩემს მეუღლეს ეხმარებიო. მოიწიეო ახლოსო მითხრა და პირდაპირ შუბლი რომ მლეწა, ცხვირი მთლიანად წამომივიდა, ფერი დამეკარგა. გაუგებარია ჩემთვის რა მოხდა,"-აცხადებს ვალერი ჩიტაია. 

დღის ამბები