19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ - ნიკა მელია Freedom House-ის კრიტიკულ ანგარიშს აფასებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული. ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის უდიდეს გავლენაზე საუბრობს, რაც ასევე ანგარიშშიცაა ასახული.

„ჩვენი სახელმწიფოს მმართველობის სტილი და მმართველი გუნდის მეთოდები, რომელსაც ის იყენებს, ყველა დონეზე, ხმები გავარდა ამის შესახებ შორს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამას ხედავს. გადაჭარბების, პოპულიზმის, პათეტიკის გარეშე, ეს ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ ან როგორც მინიმუმ, იმ წერტილისკენ, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება და არ იარსებებს არცერთი ინსტიტუტი და ამაზე საუბრობს უკვე საერთაშორისო საზოგადოება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

Freedom House-ის ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ასევე მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში.

დღის ამბები