19 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
თბილისში ფასიანი საპარკინგე ზონები მოეწყობა

თბილისში ფასიანი საპარკინგე ზონები მოეწყობა. პირველი პარკომეტრი კოტე აფხაზის ქუჩაზე დაიდგმება და პარკირება საათობრივად იქნება შესაძლებელი.

პარკირებას სხვადასხვა უბანში განსხვავებული ფასი ექნება. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირება საკმაოდ ძვირი ეღირება.

„ჯერჯერობით ფასთან დაკავშირებით არ არის ინფორმაცია. პრინციპი უნდა იყოს ასეთი; ქალაქის ცენტრში საკმაოდ ძვირი, შემდეგ ნაკლები თანხა უნდა ღირდეს,“- აცხადებს სალუქვაძე.

დღის ამბები