19 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
მერილენდში მასობრივი თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი ოფიცერი დააკავეს

მერილენდში ამერიკელი ოფიცერი დააკავეს, რომელიც მასობრივი თავდასხმების მოწყობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა კრისტოფერ პოლ ჰასონის ბინაში ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

49 წლის ჰასონი ვაშინგტონში, სანაპირო დაცვის შტაბ-ბინაში მუშაობდა. მას ტერაქტების სამიზნეებიც შერჩეული ჰქონდა, ერთ-ერთი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყო.

გამოძიების ცნობით, ჰასონი ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის იდეებით იყო შთაგონებული და შარშან მის მანიფესტს სწავლობდა.

დღის ამბები