ძარცვის მცდელობა თბილისის ცენტრში. დღეს დილით მეტრო დელისთან მდებარე "ბიბლუსის" მაღაზია თანამშრომლებს გატეხილი დახვდათ. "ბიბლუსის" თანამშრომლების თქმით, მაღაზიიდან წაღებული არაფერია.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებს დაკავებული ჯერ არავინ ჰყავთ.
„არ შევსულვართ, შიგნით არ გვიშვებენ. მუსაობენ, რომ დაასრულებენ მუშაობას შევალთ და გავიგებთ. დიახ, რომ მოვედით ეს სიტუაცია მომხდარი იყო,“ - აცხადებს „ბიბლუსის“ თანამშრომელი.