24 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ლიეტუვაში სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული სქემა გაშიფრეს

ლიეტუვაში სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული სქემა გაშიფრეს.

პროკურატურამ 26 ადამიანი დააკავა, რომელთა შორის 8 უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, 5 კი ადვოკატი.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ მტკიცებულებები მოიპოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად მოსამართლეები 1000-დან 100 ათას ევრომდე ქრთამს იღებდნენ. ლიეტუვას გენპროკურორის განცხადებით, საადვოკატო ბიუროსა და სასამართლოში ნამდვილი ვაჭრობა მიმდინარეობდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაკავებამდე რვავე მოსამართლეს იმუნიტეტი მოუხსნა.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2017 წელს ლიეტუვა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კორუფციის დონით მეხუთე ადგილზე იყო.

დღის ამბები