23 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
დონალდ ტრამპი არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიების დასრულების პროცესს გამოეხმაურა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სპეციალური პროკურორის ანგარიშის გამოქვეყნება მთლიანად გენერალური პროკურორის ნებაზე იქნება დამოკიდებული. ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიების დასრულების პროცესს.

თეთრ სახლში ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი გენერალური პროკურორი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც პატივს სცემს ქვეყანას.

გავრცელებული ცნობით, რობერტ მალერი გამოძიების დასკვნას იუსტიციის დეპარტამენტს მომდევნო კვირაში გადასცემს.


დღის ამბები