25 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
„მიმართვა, რომ საბჭო, შეაჩერე უვადოდ დანიშვნა, არ ყოფნის, არ უჩუყდებათ გული... გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თუ ვართ ხელისუფლება - ბესელია

"2019 წელი დადგა უკვე და ისევ ლოზუნგებით ველაპარაკებით ადამიანებს,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ეკა ბესელიამ დეპუტატებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. ბესელიამ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტს საერთაშორისო პარტნიორებთან ვალდებულებები აქვს აღებული და პასუხს სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მოსთხოვენ და არა მოსამართლეებს.

„როდესაც ასეთი რთული ვითარებაა პოლიტიკურად, პარტია, მმართველი გუნდი, უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, როგორ პასუხობს ის ამ რთულ და კრიტიკულ სიტუაციას. მოსამართლეებს არ მოსთხოვენ პასუხს, როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, როგორ გადაწყვეტილებას იღებს პარალამენტი, მაგრამ პარლამენტს და მმართველ გუნდს სთხოვენ პასუხს, შინ და გარეთ, როგორი სასამართლო ჰყავს და არის თუ არა მისი მოქალაქე კმაყოფილი იმით, რაც ხდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტმა გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების შეჩერების თხოვნით არ უნდა მიმართოს.

„მიმართვა, რომ საბჭო, შეაჩერე შენ, უვადოდ დანიშვნა, არ ყოფნის მათ ეს მიმართვა, არ უჩუყდებათ გული ასეთ მიმართვებზე და ეს ჩვენს სისუსტესაც აჩვენებს იმიტომ, რომ კი არ უნდა მივმართოთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ თუ ვართ ხელისუფლება, თუ შეგვიძლია ვუპასუხოთ გამოწვევებს, გადაწყვეტილებები მივღოთ, ნაბიჯი გადავდგათ. აღარ ვართ, ჩვენ 2013-2014 წელს, 2019 წელი დადგა უკვე და ისევ ლოზუნგებით ველაპარაკებით ადამიანებს,“ - განაცხადა ბესელიამ. 

დღის ამბები