20 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
ეკა ბესელიამ თავის დროზე თავად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თვლის, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

ოხანაშვილის თქმით, ბესელიას ინიცირებული კანონპროექტით მოსამართლეებს, რომლებიც სამართლიანად და კეთილსინდისიერად ემსახურნენ საკუთარ საქმეს, ეზღუდებათ უვადოდ გამწესების უფლება, რაც ოხანაშვილის აზრით, უსამართლობაა.

გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილი ამბობს,რომ ეკა ბესელიამ თავად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას ითვალისწინებს, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს.  

„თავის დროზე, ერთ-ერთი გახლდათ ქალბატონი ეკა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინა ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება, სწორედ მან დაუჭირა მხარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეს, რომელმაც იმსახურა 10 წლის ვადით, ამ შემთხვევაში მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება გამწესდნენ უვადოდ.

"მე არ მახსოვს, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს, აღნიშნული პრინციპი ქალბატონი ეკას ან სხვა კოლეგების მიერ ეს საკითხი გამხდარიყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მათ არ დაუსვამთ ეს საკითხი, რომ ეს არის პრინციპი რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ რა შეიცვალა დღეს?“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები