25 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
ხვალ და ზეგ ისეთი რამ არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ და წარმოსაძახებელი გაგიხდეთ - ნიკა მელია "ოცნების" დეპუტატებს მიმართავს

„ხვალ და ზეგ ისეთი რამ არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ და წარმოსაძახებელი გაგიხდეთ,“ - ეს მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით გააკეთა.

ნიკა მელია მხარს უჭერს ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას გულისხმობს.

ნიკა მელიასთვის მიუღებელია „ოცნების“ წევრების არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მოსთხოვა, რომ დააფიქსირონ პოზიცია, რომ არა ეს არგუმენტი, დაუჭერდნენ თუ არა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს მხარს.

„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა დასამტკიცებლად, მაგრამ ხვალ და ზეგ ისეთი რამ არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ და წარმოსაძახებელი გაგიხდეთ,“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსაც მიმათა და ტყუილში დაადანაშაულა.

„დავუშვათ და არ მოდის წინააღმდეგობაში თქვენი სტანდარტით მხარს დაუჭერდით თუ არა ამ კანონპროექტს? მაშინ, როდესაც ბატონი კობახიძე, თქვენი მეგობარი და ლიდერი, საუბრობს, რომ ეს ადამიანები, მურუსიძე- ჩინჩალაძეები მასობრივად ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ წინა წლებში და ჩადიოდნენ მართლა ცუდ რაღაცეებს და დღეს მასობრივად კარგ რაღაცებს ჩადიან. პოლიტიკურად არ გაგიკეთებიათ განცხადება მხარდასაჭერი ამ კანონპროექტის და რომელ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობთ და რატომ იტყუებით ბატონო ანრი,“ - მიმართა ნიკა მელიამ ანრი ოხანაშვილს. 

დღის ამბები