მივედით ჩაკეტილი, ჩარაზული სასამართლოდან სხვა ტიპის სასამართლომდე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია აცხადებს.
ქვარაიას აინტერესებს, რა ხედვები აქვს ანრი ოხანაშვილს, რათა სასამართლოს ირგვლივ არსებული კითხვები აღარ დარჩეს.
„ვნახეთ სისტემა, რომელიც ერთ ვექტორზე მოძრაობდა, სადაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპი იყო დარღვეული და ამ სისტემის ნაწილი გახლდათ ის სასამართლო, რომლის მიმართაც მაშინა და დღესაც გვაქვს და გვქონდა პრეტენზიები იმ სისტემის ბევრ წარმომადგენლებთან.
"დღეს ეს სისტემა შეიცვალა, ეს სასამართლო სხვა სასამართლოა, მივედით ჩაკეტილი, ჩარაზული სასამართლოდან სხვა ტიპის სასამართლომდე, ამას მოწმობს რეიტინგებიც, თუმცა ჯერ კიდევ ამ სისტემაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
"მინდა მოვისმინო როგორია ხედვა, როგორი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ?“-ამბობს ქვარაია.