25 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
რესტრუქტურიზაციის შემდეგ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში დამფუძნებელი აქციონერები აღარ იქნებიან

თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. TBC-ისა და ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ TBC ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციას განახორციელებს, რის შემდეგაც ბანკის დამფუძნებლები საბჭოში წარდგენილები აღარ იქნებიან.

თიბისი ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აღარ იქნებიან, ისინი TBC Bank Group PLC დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს, შეინარჩუნებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის  ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

„ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები