20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
"პიჯაკების საქმე" - ჯანაშიას ადვოკატი მოსამართლემ სხდომაზე არ დააბრუნა

სასამართლო სხდომა ე.წ "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. თემურ ჯანაშიას ადვოკატი კი მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზეც არ დააბრუნა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ბექა ბასილაია 30 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე მწვავე დაპირისპირების გამო გააძევა.

თემურ ჯანაშია უფლებადამცველის შეცვლას არ აპირებს. იგი მოსამართლეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილი ნება და ბექა ბასილაია დაუშვან პროცესებზე.

„მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ დააბრუნოს იმიტომ, რომ ამისთვის ვარ მოტივირებული მე იმიტომ, რომ ახალი ადვოკატის მოძებნა, ახალი რესურსების პოვნა, შესაბამისი კომპეტენციის ადვოკატის, რომელმაც უნდა დაადასტუროს თეთრზე, რომ თეთრია, ამისთვის არის მაღალი კვალიფიკაციის ადვოკატი მოსაძებნი, ასეთი მეგულებოდა მე მხოლოდ ბექა ბასილაია და იმისთვის, რომ მოვძებნო თუ სასამართლო არ დამრთავს ამის ნებას, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, დრო დამჭირდება,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

 

დღის ამბები