19 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
თუ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ იმ უპატივცემულობასა და კაპრიზებს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იჩენს, ამას საკუთარი სახელი დაერქმევა - ბესელია

პოლიტიკურ კენჭისყრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ეკა ბესელიას ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა ხუთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ და მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილმა. დღეს სრულიად მოულოდნელად სხდომაზე "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრმა თქვა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ემხრობა, მათ შორის არიან ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია. კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფებავ კი უმცირესობაში ექცევა.

ბესელიამ საკუთარ მოხსენებაში დეპუტატებს მიმართა და მათ მოუწოდა, რომ კონკრეტული ქმედებების დროა.

„არ არის საკმარისი ვილაპარაკოთ, რომ რეფორმები გვინდა, აღარ არის ამდენი დაპირებების დრო, იმიტომ რომ შვიდი წელია ამას ველაპარაკებით ადამიანებს, კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან.

"თუ ჩვენ მზად არ ვართ, რომ ამ უპატივცემულობას, ამ კაპრიზებს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტის მიმართ იჩენს წინ აღუდგეს პარლამენტის უმრავლესობა და თქვას, რომ მას შეუძლია მიიღოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც აჩვენებს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში ადამიანებს სამართლიანობა მისცეს, მაშინ ამას თავის სახელი დაერქმევა. ნუ ამოვეფარებით ხელოვნურ არგუმენტებს,“- განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები