19 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა - იაგო ნებიერიძის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლო დროის ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობის პროცესი მიმდინარეობს. გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის საქმის საპატიმროში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო.

გადაწყვეტილება მოსამართლემ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიიღო. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ნანიკო ბერიაშვილის მამას პროცესზე დასწრების თხოვნაზე უარი უთხრეს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა განაცხადა, ის ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი.

“ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაცემული, რადგან ასეთი გახმაურებული ინფორმაციებით, განსაკუთრებით ექსპერტიზის დასკვნა რომ გამოიკვლიეს, რამის ჯერ მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და არც დაწყებულა არსებითი განხილვა. ამით მე ვფიქრობ, რომ მას სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება მოესპო. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება,“ - განაცხადა ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა.

უფლებადამცველის თქმით, იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დღეს არ დაიკითხება, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს, ის გაჩუმებას არ აპირებს.

„მე ხელწერილი დამაწერინეს, რომ არ უნდა გავამჟღავნო ინფორმაცია, თუმცა მეორე მხარემ, ალბათ, უკვე გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნა და ვერდიქტით გამოუტანეს და ეს არ არის სწორი. მისი უფლებები ირღვევა. არსებითი განხილვის დროს ექსპერტებს რომ დაუსვამთ კითხვებს, ყველა დასკვნა და ყველა ინფორმაცია კატეგორიული არ არის. ძალიან ბევრი რამ არის ეჭვქვეშ დასაყენებელი,“ - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები