"გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით, ვიდრე რეფორმა არ ჩატარდება - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.
მან მმართველ გუნდს მოდელი შესთავაზა, რომლის მიხედვით, სასამართლოში ახალი ნაკადი უნდა დაინიშნოს, ხოლო მოქმედები მოსამართლეების გამწესება კი გადავადდეს.
„ევროპული საქართველო“ აპირებს, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობს, მხარი დაუჭიროს.
ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივაზე კენჭისყრა პარლამენტში ცოტა ხანში უნდას გაიმართოს.