20 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
ივნისში დაგეგმილი ლგბტ პრაიდი - ღირსების მარში "ქართული მარშის" გაღიზიანების მიზეზი ხდება

თბილისში ივნისში ლგბტ პრაიდია დაგეგმილი. ივნისის ბოლოს ლგბტ პრაიდის კვირეული დედაქალაქში მშვიდობიანი მსვლელობით დაიხურება. კვირეულის დროს, გარდა მარშისა გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, კვირეულს კი სოციალური თეატრი "კავკაზ მეტამორფოზა" გახსნის.

მსვლელობის მიზანი პოლიტიკური პროტესტია. გზავნილების შინაარსი კი ღირსებისა და უფლებების დაცვის თემატიკა იქნება. უფლებადამცველები ღიად ითანამშრომლებენ ყველა იმ უწყებასთან, ვისაც ქვეყანაში უფლებების დაცვა ევალება, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, ივნისის პრაიდი თბილისში მშვიდობით დასრულდეს.

ღირსების მარშის მონაწილეები არავის დაუპირისპირდებიან. მშვიდობიანი მსვლელობა საპროტესტო ტრანსფარანტებითა და დროშებით, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე ჩაივლის. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა.

პროტესტზე სასაუბროდ დღეს ჟურნალისტებს სანდრო ბრეგაძე შეხვდა. "ქართული მარშის" ლიდერი ამბობს, რომ ღირსების მარში არ იქნება. ის ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაარღვევს და დაგეგმილ აქტივობებს ხელს შეუშლის. მან მერიას უკვე აცნობა, რომ თბილისის 5 გამზირზე "ქართული მარში" ივნისის ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქციებს გამართავს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები