20 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
გურიაში მოხმდარ სისხლიან გარჩევას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - დაჭილია კიდევე რთი პირი

სისხლიანი გარჩევა გურიაში - შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი 46 წლის მამაკაცი გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოთარ მუქია ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი. მედიკოსების ინფორმაციით, გია ტუღუშის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში დღის ბოლოს მოხდა. გავრცელებული ვერსიით, მეზობლებს თავს უცხო პირი დაესხა და ორი გასროლა 15 წუთის ინტერვალით განახორციელა. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები