ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დღეს
უნდა წაუყენონ. მათგან ორი ერთი ოჯახის წევრია. ზაზა სიხარულიძეს გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას ედავება. ლაშა სიხარულიძეს კი ბრალს, სავარაუდოდ, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარუდგენენ. ამ დრომდე ძებნაშია ერთი პირი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ალექსანდრე ბიძინაშვილია.
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მძიმედ არის დაჭრილი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძმა.