18 ივლისი 2019,   22:13
ვრცლად
განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას პედაგოგის უმაღლესი წოდება - მენტორი მიანიჭა

განათლების მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრმა პედაგოგ ლადო აფხაზავას მსოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგთა ჩამონათვალში მოხვედრა მიულოცა.

მიხეილ ბატიაშვილმა აფხაზავას პედაგოგის უმაღლესი წოდება - მენტორი მიანიჭა და განაცხადა, რომ აფხაზავას ინოვაციები საქართველოს სხვა სკოლებშიც დაინერგება.

თავად აფხაზავა ამბობს, რომ პედაგოგთა გლობალური ჯილდოს ფინალი 24 მარტს დუბაიში გაიმართება, მისი ფავორიტი კი ინდოეთის წარმომადგენელი იქნება.

დღის ამბები