19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
პულტებით მანიპულირება პარლამენტში - დეპუტატი ედიშერ თოლორაია სხვის პულტებს იყენებდა

პულტებით მანიპულირება პარლამენტში - დეპუტატს, რომელმაც სხივისი პულტით ხმა მისცა, ხელფასი დაექვითება. სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია სხვის პულტებს იყენებდა.

დეპუტატი პულტით იმ დროს სარგებლობდა, როცა პარლამენტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. საუბარი ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტზე, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

„თუ შესაბამისი განცხადებით მოგვმართავენ საკითხს შევისწავლით, რეგლამენტით სანქციაა გათვალისწინებული ხელფასის 20%-ის დაქვითვა. რაც შეეხება კენჭისყრის დეტალებს, იმ შემთხვევაში თუ ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი იმ მომენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებისთვის, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შეიძლება ამ კენჭისყრის ლეგიტიმურობა დადგეს,“ - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

თუმცა მისივე თქმით, დღევანდელ დღეს დამდგარი არცერთი კენჭისყრის დროს ერთი ხმა გადამწყვეტი არ ყოფილა, შესაბამისად, კახიანი განმარტავს, რომ თუ სხვისი პულტით სარგებლობა დადასტურდა, კენჭისყრების შედეგები არ გაბათილდება, თუმცა დეპუტატს 20% დაექვითება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სხვისი პულტით სარგებლობა არ შეიძლება და ეს დასჯადია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ედიშერ თოლორაია არ არის ის ადამიანი, ვინც სხვის პულტს ბოროტად გამოიყენებს. 

"შესაძლოა, დეპუტატი, რომელსაც უნდა მიეცა ხმა, იქვე იყო და ვერბალურად დაუდასტურა, რომ მიეჭირა ღილაკისთვის," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები