25 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
არავითარი ზეწოლა არ ყოფილა - ღუდუშაურის კლინიკა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების კრიტიკას პასუხობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერას და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს ღუდუშაურის კლინიკაში პასუხობენ.  

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია უარყოფს ინფორმაციას, რომ დეკანოზის კლინიკიდან გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხდა.

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, არც ბადრაგების მხრიდან არ ყოფილა ზეწოლა,“ - ამბობს გელანტია.

მარინა გელანტიას თქმით, კონსილიუმის შედეგად გადაწყდა, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ამიტომ, მიიღეს გაწერის გადაწყვეტილება.

„რამდენიმე კონსილიუმი შედგა, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო კლინიკის სპეციალისტები, არამედ რესპუბლიკაში ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები. დაისვა შესაბამისი დიაგნოზი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის შეფასდა, როგორც სტაბილური და გაეწერა კლინიკიდან,“ - განაცხადა გელანტიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები