19 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დააკავეს, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელმა სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს.

საქართველოს მოქალაქის დაკავებას ქალაქ ოსაკაში ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. თავად ცირეკიძე კი, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 „როგორ ჩავაცხრო ეგ ვნებათაღელვა, ვერ გეტყვი. მე კარგად ვარ. გაასწორონ მერე თვითონ მაგათ. ვეტყვი, რომ დააზუსტონ რაღაცეები, გაასწორონ,“- აცხადებს ცირეკიძე.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდოისტები შეკრებაზე იაპონიაში 10 თებერვალს გაემგზავრნენ, ნაკრები ოსაკაში 28 თებერვლამდე ივარჯიშებს.

დღის ამბები