20 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
"45 ბნელი დეპუტატი" - წარწერა პარლამენტში და "პატრიოტთა ალიანსის" უკმაყოფილება რეზოლუციის ჩაგდების გამო

”პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის მხარდაჭერის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ 45 დეპუტატს ბნელი და უპასუხისმგებლო უწოდა. მათი სია კი, დემონსტრაციულად, პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან გამოაკრა.

რომან გოცირიძემ ბნელებად ის 45 დეპუტატი მოიხსენია, ვინც ”პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

45 დეპუტატიდან, ვინც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭრა, 39 "ქართული ოცნების" წევრია. სასურველი პოლიტიკური შედეგის მისაღწევად “პატრიოტთა ალიანსს” 15 ხმა დააკლდა.

რატომ გაახსენდა "პატრიოტთა ალიანსს" "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესახებ რეზოლუციის მიღება ხელისუფლების შეცვლიდან შვიდი წლისთავზე? - პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალური მიზეზი კობა ნარჩემაშვილს არ დაუმალავს, მისი თქმით, მიზანი ამომრჩევლის ხმებზე ნადირობაა.

45 დეპუტატს შორის ვინც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმოდგენილ დოკუმენტს ხმა მისცა, ეკა ბესელია, ლევა გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, რევაზ არველაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზვიად ძიძიგური და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ერეკლე ტრიპოლსკი იყვნენ.

”პატრიოტთა ალიანსის” წევრები იმ დეპუტატებს ითვლიან და საყვედურობენ, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

 

დღის ამბები