25 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“ ოკუპანტ ქვეყანაში მღერის

სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი ოკუპანტ სახელმწიფოში მძღერის. „ბასიანის“ რეპერტუარში, რომელიც საგანგებოდ მოსკოვური გასტროლისთვის მომზადდა, რუსული სიმღერებიც შევიდა.

ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლების მსგავსად, სავარაუდოდ, არც მათი ხელმძღვანელი ხედავს დიდ სხვაობას ევროპულსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.

ოკუპანტის ქვეყნის დედაქალაქში არიან ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, მისი მოადგილეები - ელიზბარ ხაჩიძე და გიორგი გაბუნია. ხვალ მათი ანსამბლი „ბასიანი“ მოსკოვის თეატრ „ზალატოე კალცოში“ სოლო კონცერტის გამართავს. დაფინანსდა თუ არა ანსამბლ „ბასიანის“ ტურნე ბიუჯეტიდან, „კურიერის“ ეს კითხვა ფოლკლორის ცენტრში უპასუხოდ დატოვეს.

ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი 3 ათასი რუბლი, ანუ 120 ლარი ღირს. რამდენიმესაათიანი პროგრამით სახელმწიფო ანსამბლი 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, ქართულ საგალობლებს ეროვნული საკრავის აკომპანიმენტით შეასრულებს. კონცერტის პროგრამაშია რუსული სიმღერებიც.

კულტურის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე „ბასიანის“ მოსკოვურ ვოიაჟში რბილი ძალის ინსტრუმენტს ხედავს.

 

დღის ამბები