16 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგეს, დაკარგავენ ხელისუფლებას - ნიკა მელია

„ქართულმა ოცნებამ დაიწყო დაშლა,“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს. ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის მსგავსად, ხელისუფლებასაც დაკარგავენ.

„დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი - "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო დაშლა, იშლება "ქართული ოცნება" და ეს უკვე გარდაუვალია. არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავენ, დაკარგეს უკვე, არა მხოლოდ უმრავლესობას დაკარგავენ და დაკარგეს უკვე, ხელისუფლებას დაკარგავენ ძალიან მალე და რატომ? აბსოლუტურად მოწყდნენ რეალობას, ხალხს აღარც ვახსენებ, რეალობას მოწყდნენ, რომლის ნაწილიც არის ხალხი, ძირითადად. რომელი მინისტრი, პრემიერმინისტრი გახსოვთ, სადმე ჩასულიყო და გაეხსნა რაიმე ფაბრიკა, ქარხანა და შეექმნას სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნების“ რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ეკა ბესელიამ, რომელმაც წასვლის მთავარ მიზეზებად მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა დაასახელა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა.

ამასთან ერთად, ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის კანონპროექტის ჩაგდების გამოც მწვავედ გააკრიტიკა, რაც წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

ბესელიას გარდა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები