19 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ვერცხლის ქუჩის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დაიწყება.

ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობისთვის მხილებულ 40 წლის კაცს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები