25 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
თბილისში ქურდობისთვის 2 პირი დააკავეს - ერთ-ერთი დაკავებული ნასამართლევია

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი - 1980 წელს დაბადებული ნ.მ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ა.ჩ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

რაც შეეხება ა.ჩ.-ს, ის სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჩ.-მ ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა.

 გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები