25 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
„ეს იყო პოლიტიკური შეცდომა" - მამუკა მდინარაძე დეპუტატების მიერ მმართველი გუნდის დატოვებას ეხმაურება

„მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არ უნდა მივცეთ არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

ის ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მმართველი გუნდის დატოვებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, "ანტიკონსტიტუციური" უწოდა.

„ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანი, მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

საერთო სასამართლოების შეახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის მიერ ჩაგდების შემდეგ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. გუნდიდან წავიდნენ ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილიც.

დღის ამბები