16 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერცხლის ქუჩაზე - ხუთივე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერცხლის ქუჩაზე - ხუთივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა სიხარულიძეს ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა და განძრახ მკვლელობის მცდელობა ედება. მის ბიძას ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხეილ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, არც ერთი ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ დაკავებულებს გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოეხდინათ.

ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები გუშინ გადაეცათ, შესაბამისად, მათი გაცნობის შემდეგ დაკავებულები გამოძიებას ჩვენებას მისცემენ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, სასამართლოს პოზიცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო. სწორედ ამიტომ, ფანცულაია სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ სიხარულიძეებსა და ბიძინაშვილებს შორის კონფლიქტი ყოფითი პრობლემით დაიწყო და აღნიშნულის მოგვარებაში შუამავლის როლს ზვიად ჯაფარიძე თამაშობდა, რომელიც ვერცხლის ქუჩაზე მოკლეს.

დღის ამბები