18 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
TI-ის ზუგდიდის ოფისი კიდევ ერთ სავარაუდო კორუფციის ფაქტს აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობის ზუგდიდის ოფისი კიდევ ერთ სავარაუდო კორუფციის ფაქტს აქვეყნებს.

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი, ბადრი ნემსაძე, მეუღლესთან ერთად, 3 სატრანსრპორტო კომპანიას  - ზუგდიდ ავტო ტრანს ჯორჯიას, ზუგდიდი ავტო ტრანსს და სუფთა ქალაქს,  ფლობს.

როგორც გამჭირვალობა საქართველოში ამბობენ, მათ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოგება აქვთ მიღებული 2014 და 2018 წლამდე მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გზით.

გამჭვირვალობა საქართველომ მიმართა ზუგდიდის საკრებულოს, რომ ეს საკითხი შიდა აუდიტმა შეისწავლოს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის დღეს გახდა ცნობილი ეს კონკრეტული ფაქტები და აუცილებლად დაინტერსდება ამ თემით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული კომპანიებსთვის სატენდერო პირობები წინასწარ იქმნება, რადგან მინიციპალური ტრანსპორტის დირექტორს წვდომა აქვს ტენდერებზე. 

დღის ამბები