24 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ

"თავისუფლება დავით კირკიტაძეს!" - ამ მოწოდებით ქუთაისში ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.

პარტიის წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი გააპროტესტეს.

მათი თქმით, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

"ორშაბათს არის დავით კირკიტაძის სასამართლო, ის არის პოლოტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. შევიკრიბეთ, რათა თავდებში ჩავუდგეთ დავით კირკიტაძეს და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ის არ დაემალება სასამართლოს და გააგრძელებს თანამშრომლობას. ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, როცა პარტიული ინტერესის გამო, ადამიანს იჭერენ. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად," - განაცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

მათი თქმით, კირკიტაძეს რუსთავში არჩევნების მოგება და პოლიტიკური აქტიურობა არ აპატიეს.

დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც სასამართლოს წარედგინება.

კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია, გირჩი, ევროპული საქართველო და თავისუფალი საქართველო გაერთიანდა.

 

 

 

 

დღის ამბები