25 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
იტალიის შს მინისტრს კრემლთან გარიგებაში ადანაშაულებენ

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კრემლთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

მატეო სალვინი რუსეთთან კავშირში ოპოზიციამ დაადანაშაულა და ქვეყნის მთავრობას ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

ოპოზიციის ბრალდებები გამოცემა ესპრესოს სკანდალური სტატია გახდა.

პუბლიკაციის თანახმად, 2018 წელს მატეო სალვინი მისი პარტიის დაფინანსებაზე მოლაპარაკებას მოსკოვთან აწარმოებდა.

საუბარია რამდენიმე მილიონ ევროზე, რაც სალვინის მემარჯვენე პოპულისტურ პარტიას ევროპარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო კამპანიის წრმოებისთვის სჭირდება.

არჩევნები ევროპარლამენტში 2019 წლის მაისშია დაგეგმლი.

გაზეთის ინფორმაციით, თანხის მოპოვებას იტალიელი მაღალჩინოსანი კრემლთან დაახლოებული იურიდიული პირების შუამავლობით ცდილობდა.

დღის ამბები