ოსკარის ცერემონიის სამზადისში ლოს ანჯელესმა ქალების წვეულებას უმასპინძლა.
"ქალები კინოში - კადრში და კარდს მიღმა" კოქტეულის წვეულებაა, სადაც ყოველ წელს ოსკარზე ნომინირებულ ყველა ქალს იწვევენ.
ღონისძიებას წელს ყველა ნომინანტი - 52-ვე ქალი დაესწრო. ეს ოსკარის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ბევერლი ჰილსში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება