19 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
ნიკოლას მადუროს რეჟიმმა კოლუმბიასთან საზღვარი ჩაკეტა

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა კოლუმბიასთან საზღვარი ჩაკეტა.

საზღვრის ყველა მონაკვეთი და ხიდი, საიდანაც ოპოზიცია, ხუან გუაიდოს ხელმძღვანელობით, ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას გეგმავდა, ჩაკეტილია. 

მადუროს გარემოცვაში აცხადებენ, რომ კოლუმბია, გუაიდოს მხარდაჭერის გამო, ვენესუელას სუვერენიტეტს საფრთეს უქმნის.

უზენაესი სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, დროებითმა პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვება შეძლო და კოლუმბიაში გადავიდა, სადაც ჰუმანიტარული ტვირთია დასაწყობებული. ის სასაზღვრო ზონაში, მეზობელი ქვეყნების სამ პრეზიდენტთან ერთად, საქველმოქმედო აქცია-კონცერტს დაესწრო.

ჩაკეტილია ბრაზილიის საზღვარიც.

დღის ამბები