25 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
ტრამპი კონგრესს ვეტოთი ემუქრება

დონალდ ტრამპი კონგრესს ვეტოთი ემუქრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ პრივილეგიით პრეზიდენტი იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ საკანონმდებლო ორგანო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ამოქმედებას მხარს არ დაუჭერს.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 1 კვირის წინ გამოაცხადა, როცა დემოკრატებმა მექსიკის კედლის მშენებლობაზე პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი თანხის ბიუჯეტიდან გამოყოფაზე უარი თქვეს.

საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტს უფლებას მისცემს, კონგრესის გვერდის ავლით 3 ტრილიონი დოლარი მოიძიოს. შესაბამისად, 300-კილომეტრიანი სიგრძის კედლის ძირითადი ნაწილის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულებული იქნება.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ნაბიჯს რესპუბლიკელებიც რადიკალურ ზომად მიიჩნევენ და მის მხარდაჭერას კენჭისყრაზე არ აპირებენ.

დღის ამბები